თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არავის არ ჰქონდა განზრახული ელენე ხოშტარიას დაპატიმრება.
„სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა – მაინცდამაინც უნდა რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.