ნინო გიორგობიანი: 8 მაისს პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზას გათავისუფლება მოხდებოდა, დღეს ეს პირობა შესრულდა
მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ეხმიანება.
,,ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია! 8 მაისს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და პირობა მისცა, რომ ზაზას გათავისუფლება მოხდებოდა. დღეს ეს პირობა შესრულდა და ზაზა გახელაძე ოჯახს დაუბრუნდება,” – წერს ნინო გიორგობიანი.
ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.