რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები Pfizer-ით ვაქცინაციაზე – მიზეზი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განმარტა.

მინისტრი იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

“შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და, პირველ ყოვლისა, მე კვლავ მინდა, ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა. თუმცა, პარალელურად, მინდა, ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები