გუგა ქაშიბაძე: მზისგან დამწვრობის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით მომატებულია
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მზისგან დამწვრობის შემთხვევების გამო, ცენტრში მიმართვიანობა შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით მომატებულია
როგორც მან ,,კვირასთან” საუბრისას განაცხადა, დამწვრობის ძირითადი მიზეზი რუჯის მიღებაა. მისივე თქმით, წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობა არ დაფიქსირებულა.
,,მზისგან დამწვრობის შემთხვევების გამო მომართვიანობა შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით მომატებულია. ყველაზე პატარა 5 წლის პაციენტი გვყავდა და ყველაზე ხანდაზმული – 72 წლის. იყვნენ როგორც მძიმე პაციენტები, რომელთაც რამდენიმე დღის განმავლობაში სტაციონარში მკურნალობა დასჭირდათ, ასევე, მსუბუქი პაციენტებიც, რომლებსაც ადგილზე გაეწიათ დახმარება. დამწვრობის ძირითადი მიზეზი რუჯის მიღებაა, თუმცა, არის შემთხვევები, ვთქვათ, თევზაობისას ან სხვადასხვა აქტივობისას რომ მიიღო ადამიანმა დამწვრობა.
ლეღვის ნახარშით დამწვრობა წელს არ დაფიქსირებულა”, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.