გიორგი გახარია: ნებისმიერი მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციისგან, მათ შორის, ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობის მოწოდება

“ნებისმიერი მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციისგან, მათ შორის, ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობის მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასდროს განხორციელდება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარია განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ინსტიტუტებსა და იმ აპარატზე, რომელსაც ის მართავს ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებში. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ნაბიჯებზე, ქმედებებსა და მოწოდებებზე, რომელსაც ახორციელებს, რადგან ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია. არ არსებობს ცალკე აღებული, განზოგადებული ოპოზიცია. საბოლოოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მოწოდება ნებისმიერი ინსტიტუციისგან, მათ შორის ეკლესიისგან კატეგორიულად მიუღებელია, ისევე როგორც მიუღებელია ეკლესიაზე ძალადობის მოწოდება, რაც ამ ქვეყანაში ვერასდროს განხორციელდება სხვადასხვა კულტურული, რელიგიური იდენტობიდან გამომდინარე, ეს უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ ხომ ყველას გვინდა, 21-ე საუკუნეში ძლიერ, წარმატებულ სახელმწიფოში ეკლესიაც, სამოქალაქო საზოგადოებაც ძლიერი გვყავდეს. ჩვენ თუ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთს არ მოვუსმინეთ, ერთმანეთის ინტერესი არ გავითვალისწინეთ, არაფერი გამოვა. ძალადობა მიუღებელია ყოველთვის, ყველგან, ვისგანაც  უნდა მოდიოდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები