ამირან გამყრელიძე: “დელტა” შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით – ბავშვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის “დელტა” შტამი ბავშვებს უფრო ადვილად აზიანებს.

მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციების დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია 20%-ზე მეტია. იცით, რომ ევროპაში პროგნოზია „დელტა“ შტამი ბრიტანულს თანდათან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაანაცვლებს. „დელტა“ შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით, ბავშვებს. ესეც შეინიშნება, არის ზრდა გარკვეულად ბავშვების ინფიცირების და ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთვის. გეთანხმებით, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. თუ არ გვინდა, მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია, დავიცვათ ის, რაც დადგენილია – დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება, თუ რამდენიმე ადამიანია ერთად და აცრა და აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები