„ლელოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან თაზო დათუნაშვილი დააკავეს

“ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი “ქართული ოცნების” ოფისთან აქციის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

„ის გადაყვანილია პოლიციაში და მასთან ამ წუთებში შეუშვეს პარტიის იურისტი, ადვოკატი თორნიკე ართქმელაძე. დაკავება “ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან 12 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები