გია გაბრიჭიძე: ეძებენ ადგილს, სადაც ბევრნი გამოჩნდებიან

ეძებენ ადგილს, სადაც ბევრნი გამოჩნდებიან, –  ამის შესახებ ჟურნალისტმა გია გაბრიჭიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითიც “ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეების  პროტესტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ისინი ხალხს ვერ დააჯერებენ რომ მართლები არიან.

“დადიან და ეძებენ. დადიან და ეძებენ. ეძებენ ადგილს, სადაც ბევრნი გამოჩნდებიან.
არადა არ არის ასეთი ადგილი თბილისში. არ არის იმიტომ კი არა, რომ ვიწრო ქუჩები არა გვაქვს, უბრალოდ კომუნიზმის არ იყოს, მათი ადგილიც არ არის არც ამ ქალაქში და არც ამ ქვეყანაში. ვერანაირი რაკურსით გადაღებული კადრებით ვერ დააჯერებთ ხალხს, რომ მართლები ხართ. ვერანაირ რაკურსით გადაღებული კადრებით ვერ შექმნით რევოლუციურ სურათს. ვერ შექმნით, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ტყუიხართ. ტყუიხართ ყველგან და ყოველთვის. ამიტომ არ გამოგდით არაფერი და არც გამოგივათ. ვეღარც “ტრაკში ამოსული ბროწეულები” გშველით და ვერც “სამხრეთ აფრიკული პინგვინი”. არ გამოგდით რევოლუციის მოდელირება. არ გამოგდით, დამშვიდდით და წადით სახლში”, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები