„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც აქცია იმართება, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირებაა.
პოლიცია ცდილობს, აქციის მონაწილეების ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველების და შენობის მისამართით საღებავები ისროლეს, ადგილიდან გაიყვანოს. სამოქალაქო აქტივისტები სამართალდამცველბს მიმართავენ, ხელი არავის დაანდონ და არ დააკავონ.
აქციის მონაწილეები პარტიის ოფისთან სკანდირებენ “მონებო”. ისინი კვერცხებს ისროდნენ რასაც დაკავება მოყვა. არაოფიციალური ინფორმაციით, შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა.