ლევან ნიკოლეიშვილი: ცდილობენ მცირე ლოკაციაზე გადაინაცვლონ იქნებ ბევრი გამოჩდნენ
არ გამოდის გვარამია-სანია-გრიგოლიას დაძახილ-შეძახილზე ხალხი ! არც გამოვა! ესენი ხომ ცნობილი ფეიკმეიკერები და სიცრუის მანქანის წარმომადგენლები არიან, უკვე არა მედია, არამედ ჩვეულებრივი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ისინი მიხეილ სააკაშვილის დავალებას ასრულებენ.
“არ გამოდის გვარამია-სანია-გრიგოლიას დაძახილ-შეძახილზე ხალხი ! არც გამოვა! ესენი ხომ ცნობილი ფეიკმეიკერები და სიცრუის მანქანის წარმომადგენლები არიან, უკვე არა მედია, არამედ ჩვეულებრივი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“! ამათ ხომ გარდაცვლილ კაცზე და ოჯახის ტრაგედიაზე (უკვე მერამდენედ!) ხელის მოთბობა გადაწყვიტეს ! რევოლუცია, არეულობა, რუსული სცენარი აი მათი ნარატივი! აი დავალება რაც მიხეილ სააკაშვილიდან მიიღეს ! ამის დასტურია დღეს პარლამენტში მოწყობილი, რა ვუწოდო არც ვიცი: კლოუნადა? არა!…კლოუნდა, როგორ უწოდო, კლოუნები საცირკო ხელოვნების ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ბავშვების საყვარელი არტისტები არიან !
ახლა ცდილობენ მცირე ლოკაციაზე გადაინაცვლონ იქნებ ბევრი გამოჩდნენ!!!
ცნობილი ტელეკომენტატორის სიტყვები გამახსენდა ამ მკვდრებმა ცოცხალი კედელი დააყენესო”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.