გია აბაშიძე: ძალიან კი უნდა ძებნილ ექს-პრეზიდენტს, მაგრამ საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის რადიკალურად ანტიეკლესიური, ანტიდასავლური, დესტრუქციული სექტა ვერაფერს დააკლებს

„ძალიან კი უნდა ძებნილ ექს-პრეზიდენტს, მაგრამ საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის რადიკალურად ანტიეკლესიური, ანტიდასავლური, დესტრუქციული სექტა ვერაფერს დააკლებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამორალური პოლიტიკანების ხელისუფლებაში დაბრუნება უტოპიურია.

„დღეს, სააკაშვილმა თქვა: ახლა უნდათ ერთი კარგი მიწოლა და აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი.
ძალიან კი უნდა ძებნილ ექს-პრეზიდენტს, მაგრამ საქართველოს საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის რადიკალურად ანტიეკლესიური, ანტიდასავლური, დესტრუქციული სექტა ვერაფერს დააკლებს. ამორალური პოლიტიკანების ხელისუფლებაში დაბრუნება ისეთივე უტოპიურია, როგორც ივლისის თოვლი კოლხეთის დაბლობზე“, – წერს აბაშიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები