ირაკლი ზარქუა: ყველაზე ამაზრზენი და ამორალურია გარდაცვლილი ადამიანით რომ ვაჭრობს ოპოზიცია

 

ყველაზე ამაზრზენი და ამორალურია გარდაცვლილი ადამიანით რომ ვაჭრობს ოპოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია.

„ყველაზე ამაზრზენი და ამორალურია გარდაცვლილი ადამიანით რომ ვაჭრობს ოპოზიცია. ჩვენ გუშინ მთელი დღე ვიყავით ჩუმად, ხმა არ ამოგვიღია, რადგან არის ემოციები. ის, რაც მოხდა, ყველაზე დიდი დარტყმა, ვისაც მიაყენეს, ეს არის ხელისუფლება, ჩვენი პარტია. დამნაშავე ვართ ყველა, ერიც და ბერიც, – მე ვთქვი ეს. აქ გამართლება არავის არ აქვს. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, ერთი მხრივ, იმ 6-დღიანი მარათონის ჩამტარებლებს და მეორე – იმათ, ვისაც ჟურნალისტებზე ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული.

ხელისუფლებამ მაქსიმალურად შეძლო, რომ დაეცვა, თუმცა, 5 ივლისის თემა, ეს მოხდა დილის 11 საათზე, სადაც „პრაიდი“ არც იყო დაწყებული, სწორედ მაშინ მოხდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, დაკავებულია ადამიანები. იკვეთება ძალადობა, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, მთელი რიგი მუხლებია.

ის, რაც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, დაკავებული აქვთ ტრიბუნა, ობსტრუქციას აწყობენ და ხმაურია, არაფერში წერია. იმედია, დაიღლებიან, ჩამოვლენ ამ ტრიბუნებიდან და განახლდება მუშაობა. ეს არის სახელმწიფო და ყველამ პატივი ვცეთ კანონებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები