“ლელო საქართველოსთვის” – უნდა შევქმნათ გარდამავალი მთავრობა, რომ პროცესებმა უკონტროლო სახე არ მიიღოს

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება და გარდამავალი მთავრობის შექმნაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები უკონტროლო ხასიათს მიიღებს.

ამის შესახებ მან პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადა.

“პიკეტირება იძლევა საშუალებას, დავარწმუნოთ “ქართული ოცნება”, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გარდა სხვა თემები არ უნდა განვიხილოთ. გამოსავალი ამ უმძიმესი კრიზისიდან არის ის, რომ ჩვენ უნდა დავითხოვოთ ეს მთავრობა; გარდამავალი პერიოდისთვის შევქნათ მთავრობა, რომელიც იქნება კონსენსუსის საფუძველზე, რათა მან შეძლოს ამ ძალიან რთული ვითარების დამშვიდება, გახლეჩილი საზოგადოების შერიგება, სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვექნება უკონტროლო პროცესები, რაც არ უნდა დავუშვათ. ჩვენი ამოცანაა, წინ აღვუდგეთ ასეთი უკონტროლო პროცესების განვითარებას”, – თქვა პოლიტიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები