საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე ორი ვიცეპრემიერი წარადგინა.
ვიცეპრემიერის პოზიციას თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დაიკავებენ.
„ჩვენს ორ ვიცეპრემიერს ვნიშნავთ დღეს – ვიცეპრემიერები იქნებიან ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი”, – აღნიშნა პრემიერმა.