ივანე ჩხაიძე: ,,დელტა” ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში სწრაფად ვრცელდება და ისინი ხშირად ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ

“ე.წ. დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.

„ე.წ. ინდური შტამი გამოირჩევა ორი ძირითადი თვისებით – არის უფრო იოლად გადამდები და დამახასიათებელია აგრესიული მიმდინარეობა, ვინაიდან განაპირობებს უფრო მეტ ლეტალურ შემთხვევას, ასევე, დამახასიათებელია ასაკობრივი განაწილების შეცვლა. ახალგაზრდებიც და ბავშვებიც ინფიცირდებიან. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შემდეგ, როდესაც ნათელი გახდა, რომ დელტა ვარიანტი 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებშიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მათ რიცხვში არის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე, იმ ბავშვების დიდი ნაწილი, რომლებიც საავადმყოფოში მოთავსდნენ, მკურნალობას ითხოვენ კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში.

მხოლოდ მშობლებისა და ოჯახის უფროსი წევრების პასუხისმგებლობა, მათი ვაქცინაცია დაიცავს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს კორონავირუსისგან. თუ ოჯახში იზრდება ბავშვი, ოჯახის ყველა უფროსი წევრის პასუხისმგებლობაა, ჩაიტაროს ვაქცინაცია. სხვანაირად ბავშვებს ვერ დავიცავთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები