ნათია თურნავა: დაჭრილ ტურისტს შევთავაზეთ, რეაბილიტაციისთვის „ლიკანის“ სასტუმროში ვუმასპინძლოთ

“დაჭრილ ტურისტს შევთავაზეთ, რეაბილიტაციისთვის „ლიკანის“ სასტუმროში ვუმასპინძლოთ”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.

„იყო ტურისტის დაჭრის სამწუხარო ფაქტი, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ერთეული ფაქტია და მსგავსი ფაქტი შეიძლება, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მოხდეს. ეს უპრეცედენტო ფაქტია, რადგან საქართველო ტურისტებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. მე თავად გახლდით საავადმყოფოში, მოვინახულე დაჭრილი ტურისტი, ის თავს კარგად გრძნობს. ჩვენ მას რეაბილიტაციისთვის შევთავაზეთ, ვუმასპინძლოთ „ლიკანის“ სასტუმროში. თუ ის თანხმობას განაცხადებს ის იქნება ჩვენი სტუმარი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, იმისთვის რომ ძალები აღიდგინოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

5 ივლისს პოლონელ ტურისტს ხეთაგუროვის ქუჩაზე რამდენიმე აგრესიული პირი თავს დასხა და გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაკავებულია ერთი ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები