პაატა იმნაძე: ავიცრათ, დავიცვათ რეგულაციები, რითიც ჩვენი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დავიცავთ

“მაქსიმალურად დავიცვათ არსებული რეგულაციები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინები ,,დელტასა,, და კორონავირუსის სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც ეფექტიანია.

“მაქსიმალურად დავიცვათ არსებული რეგულაციები. პრაქტიკულად, რეგულაციები სულ ყველა მოხსნილია. ახლა დარჩა ის, რომ ჩვენ დავიცვათ რეგულაციები, რითიც ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას დავიცავთ. პირველ რიგში ავიცრათ. დელტა უფრო სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, ის ჩაანაცვლებს ყველა სხვა ვარიანტს. ვაქცინები ეფექტიანია ,,დელტასა,, და სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც. რაც მთავარია, ვაქცინა იცავს სასიკვდილო გართულებებისა და რეანიმაციაში მოხვედრისაგან”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები