ივანე ჩხაიძე: ვირუსის ,,დელტა” ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს

” ვირუსის ,,დელტა” ვარიანტის შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ,,დელტა” ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული.

„თანმდევ დაავადებებზე საუბარი დიდი ხანია, დამთავრდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, როცა გარდაცვალების შემთხვევა ერთეული იყო და ამის უკან ყოველთვის იდგა ასაკი ან თანმდევი დაავადებები. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ,,დელტა” ვარიანტი არის გაახალგაზრდავებული, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანმდევ დაავადებებს. ეს არის ვარიანტის აგრესიულობიდან, ინფიცირებულობიდან, ლეტალურობიდან გამომდინარე. ასე რომ, ეს საკითხი, პრაქტიკულად, მოხსნილია და აღარ განიხილება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები