„უკვე ნათელია, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები და „რიონის ხეობის მცველები“ იდეური მოკავშირეები არიან, ISFED-მა თავისი კვლევა უნდა დააკორექტიროს“ – ანდრია გვიდიანი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED-მა) „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების შესახებ გამოქვეყნებული კვლევა უნდა დააკორექტიროს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ანდრია გვიდიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ულტრანაციონალისტურ ჯგუფები „რიონის ხეობის მცველების“ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწეოდნენ. თუმცა, გვიდიანის თქმით, „რიონის ხეობის მცველებისა“ და ულტრანაციონალისტური ჯგუფების ჰომოფობიის ირგვლივ გაერთიანებამ მათი იდეური მოკავშირეობა დაადასტურა.

„ნამახვანჰესის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ე „რიონის ხეობის მცველების“ ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული და, შესაბამისად, ამ თემის ირგვლივ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია. ბოლო პერიოდში „რიონის ხეობის მცველები“ გამოვიდნენ და ჰომოფობიურ აქციას ღიად დაუჭირეს მხარი. ისინი შეუერთდნენ ჯგუფებს, რომლებიც ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირზე ვნახეთ.
მინდა, ვისაუბრო „რიონის ხეობის მცველებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობაზე. იცით, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ „რიონის ხეობის მცველების“ განცხადების შემდეგ გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი რიონის ხეობის მცველებთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ. ეს მისასალმებელია.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომიდინარე, ძალიან მნიშვლელოვან საკითხს მინდა, შევეხო. ეს არის ISFED-ის კვლევა, რომელიც 21 ივნისს გამოქვეყნდა. ჩემი აზრით, ამ კვლევაში საკმაოდ უცნაური ნარატივია მოცემული. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ, თითქოს, ულტრანაციონალისტურ ჯგუფები „რიონის ხეობის მცველების“ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეწეოდნენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ კვლევის გამო შეცდომაში შევიდა. დღეს ნათლად ვხედავთ, რომ „რიონის ხეობის მცველები“ და ულტრანაციონალისტურ ჯგუფები იდეური ერთობის ირგვლივ არიან გაერთიანებულები. შესაბამისად, ამ ჯგუფების ერთიანობა, თანამოაზრეობა დღეს უკვე საკმაოდ ნათელია. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს ჯგუფები ერთი და იმავე იდეოლოგიური პლატფორმის წარმომადგენლები არიან. აქედან გამომდინარე, მინდა, ყურადღება გავამახვილო ISFED -ის კვლევზე, სადაც პირდაპირ წერია, რომ, თითქოს, ეს ჯგუფები ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან, ერთმანეთის მადისკრედიტებელ კამპანიაში არიან ჩართულები და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. თავიდანვე ვიცოდით, რომ ულტრანაციონალისტური ჯუფები და „რიონის ხეობის მცველები“ , პრაქტიკულად, ერთი და იმავე იდეის წარმომადგენელი ადამიანები იყვნენ. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ორიოდე კვირის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული კვლევა და ნარატივი.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ISFED -ს მიერ გამოქვეყნებული კვლევა უნდა დაკორექტირდეს და საზოგადოებას ნათელი სურათი უნდა მიეწოდოს: თუ რა კავშირი აქვთ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებსა და „რიონის ხეობის მცველებს“ ერთმანეთთან“, – განაცხადა გვიდიანმა.

გვიდიანი აპირებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ISFED-ს წერილით მიმართოს.

„როგორც იცით, ISFED არის ერთ-ერთი დიდი და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ავტორიტეტული ორგანიზაცია, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადებები, კვლევები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საკმაოდ ყურადსაღებია. ამასთანავე, ISFED წარმოადგენს იმ ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. დონორი ორგანიზაციებიც ISFED-ის კვლევებს აქტიურად ეცნობიან. მიმაჩნია, რომ ISFED-ის მხრიდან კვლევის დაკორექტირების და ახალი, რეალობასთან შესაბამისი კვლევის წარმოდგენა მნიშვნელოვანია ასევე იმ თვალსაზრისითაც, რომ საერთაშორისი დონორ ორგანიზაციებს ამომწურავი და სრული სურათი ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ რა კავშირი აქვთ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებსა და “რიონის ხეობის მცველებს” ერთმანეთთან. ვაპირებ, მივმართო ISFED-ს, გავუგზავნო წერილი, სადაც მოვითხოვ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული კვლევა დაკორექტირდეს და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებოთ დააადასტურონ, რომ ულტრანაციონალისტური ჯგუფები და „რიონის ხეობის მცველები“ იდეური მოკავშირეები არიან“, – განაცხადა გვიდიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები