აბდულაზიზ ფაგი: ამაყი ვარ, რომ პრემიერმინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია

“ძალიან ამაყი ვარ, რომ პრემიერმინისტრის მიერ დასახელებულ მნიშვნელოვან პროექტებში მსოფლიო ბანკის წვლილი უდიდესია”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელმა, აბდულაზიზ ფაგიმ ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის მონაკვეთის გახსნას ვესწრები.
მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც დაასახელა ბატონმა პრემიერმინისტრმა, მსოფლიო ბანკის წვლილი არის უდიდესი, ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა აბდულაზიზ ფაგიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები