ნათია თურნავა: პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, აგრო და ეკოტურიზმის მხარდაჭერა მოხდება

„პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სესხის თანადაფინანსებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემითა და გრანტით წავახალისებთ აგროტურიზმს და ეკოტურიზმს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.

მინისტრის განცხადებით, ეს იქნება კომპლექსური დახმარება ფერმერისთვის, რომელსაც აქვს თუნდაც მცირე ფერმერული მეურნეობა და გადაწყვეტს, რომ მცირე სასტუმრო, რესტორანი, კაფე ან სხვა ტურისტული ობიექტი განავითაროს პარალელურად.
„ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში ღია სივრცეში ტურისტული პროდუქტები და ადგილები უფრო მოთხოვნადი იქნება და ეს არის ის პროგრამა, რომელიც რეგიონებში გაიშლება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, აგრო და ეკოტურიზმის სექტორს სახელმწიფო პერსონალის ტრენინგსა და ინფოტურების მოწყობაშიც დაეხმარება, რაც ნიშნავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ბლოგერებისა და ინფლუენსერების ჩამოყვანას, რათა მათ გაიტანონ ინფორმაცია ჩვენი ტურისტული ღირშესანიშნაობების შესახებ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები