კვიპროსზე მეხანძრეებმა ტყის ხანძრის კონტროლზე აყვანა შეძლეს, რომელიც უკვე ორი დღეა, მძვინვარებს.
ამის შესახებ Cyprus Mail-ი იტყობინება.
როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ქრობის პროცესში 70 სახანძრო მანქანა და 600-მზე მეხანძრე და თვითმფრინავია ჩართული.
ცნობილია, რომ მასშტაბურ ხანძარს ოთხი ადამიანი შეეწირა, რომლებიც ეგვიპტედან შრომითი მიგრანტები აღმოჩნდნენ. ასევე, მომხდარის შედეგად, სულ მცირე, 10 სოფელი დაზიანდა.
პოლიციამ 67 წლის ადგილობრივი დააკავა, რომელიც ცეცხლის გაჩენაშია ეჭვმიტანილი, თუმცა, მამაკაცი ფაქტს უარყოფს.