ეროვნულ გამოცდებზე 24 მსჯავრდებული ბადრაგის თანხლებით გამოცხადდა (ფოტო)
დღეს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.
სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს”, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.