ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან, პეტრ მიკისკასთან.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის პროცესი, ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატების სისტემა, მისი გამოყენებისა და მასში ჩართვის შესაძლებლობა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების ორმხრივად ურთიერთაღიარების საკითხები. შეხვედრის ფარგლებში, ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში და ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზაობა.
მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოსტპანდემიური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის გეგმებზე.