ვახტანგ ჭარაია: ტურიზმს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, მინიმუმ, ზაფხულის თვეების განმავლობაში უზრუნველყოს დამატებითი მუხტი ქართული ეკონომიკისათვის, რაც ორნიშნა ზრდის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება

“ტურიზმს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, მინიმუმ, ზაფხულის თვეების განმავლობაში უზრუნველყოს დამატებითი მუხტი ქართული ეკონომიკისათვის, რაც ორნიშნა ზრდის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების ახალი ტალღის დროულ განხორციელებას, სავსებით რეალისტურია ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნება.

,,-4.5-პროცენტიანი პირველი კვარტლის შემდგომ, ქართულმა ეკონომიკამ შეძლო კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვა და აპრილ-მაისში საშუალოდ 35 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ჩვენა, რაც პირველი 5 თვის ჭრილში 11.5 -პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უდრის. ამ პოზიტიურ შედეგში ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ქართული პროდუქციის ექსპორტის ურყევი ზრდა, მიუხედავად ყველანაირი გლობალური სირთულეებისა.

ამ ეტაპზე, რთულია წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა, თუ კოვიდპანდემიამ ახალი სირთულეები არ გაგვიჩინა, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ გვაქვს „ჯოკერი“ შემონახული ტურიზმის სახით. ტურიზმს, რომელიც ამ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საკმაოდ სუსტად ეხიდებოდა ეკონომიკას, აქვს ყველანაირი შესაძლებლობა მინიმუმ ზაფხულის თვეების განმავლობაში უზრულველყოს დამატებითი მუხტი ქართული ეკონომიკისათვის, რაც ორნიშნა ზრდის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. უფრო მეტიც, თუ საქართველო შეძლებს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და რეფორმების ახალი ტალღის დროულ განხორციელებას, სავსებით რეალისტურია ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნება,“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები