ნინო გიორგობიანი: ხაზარაძე იტყუება, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი
“ხაზარაძე იტყუება, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიორგობიანი წერს, ირაკლი ღარიბაშვილი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით ჯერ კიდევ 2019 წელს შეიძინა.
,,დეპუტატმა თავს იმის უფლება არ უნდა მისცე, რომ ტელეეთერიდან მაყურებელი მოატყუო – მამუკა ხაზარაძეს ვგულისხმობ.
გუშინ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ პრემიერი ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ბიუჯეტითაა ნაყიდი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დეპუტატი ხაზარაძე იტყუება ! ირაკლი ღარიბაშვილი მისი პირადი მანქანით გადაადგილდება, რომელიც განვადებით ჯერ კიდევ 2019 წელს იყიდა, როცა კერძო სექტორში მუშაობდა და ეს ინფორმაცია ნებისმიერმა, თემით დაინტერესებულმა ადამიანმა ძალიან მარტივად შეიძლება, გადაამოწმოს პრემიერის დეკლარაციაში”, – წერს გიორგობიანი.