შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში არშესვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა

„პარლამენტში არშესვლა და მანდატის არგანხორციელება არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი მოსაზრება უნდა დააფიქსირო პარლამენტის შიგნით და არა – პარლამენტს კედლებს გარეთ.

„ეს არის დემოკრატიული თანამშრომლობის, დემოკრატიული თანაცხოვრებისა და პროტესტის გზაც და ამ გზას ვინც უხვევს, ის მიდის მარგინალიზაციისა და დემოკრატიის კალაპოტს მიღმა. პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ ტერმინი “ბოიკოტი” არის დემოკრატიული ინსტრუმენტი, როდესაც პარტია თუ ცალკეული დეპუტატი თავისი პოლიტიკური შეხედულებით ბოიკოტს უცხადებს სხდომებს ან ის არ ამბობს, რომ მე არ ვარ დეპუტატი, ის ამბობს, რომ მე ამ პარლამენტში არ ვმუშაობ რაღაც პერიოდი. საბოტაჟი ნიშნავს, არ ვაღიარებ ამ პარლამენტს, არ ვაღიარებ ამ ინსტიტუტს. არ ვაღიარებ რომ არჩევნები შედგა, რომ ხალხი არსებობს და ქვეყანა არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები