კელი დეგნანი: ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა საარჩევნო კანონმდებლობაში ახალ დამატებებს, თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში
“ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა საარჩევნო კანონმდებლობაში ახალ დამატებებს, თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესში როგორც მმართველი გუნდი, ასევე, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება იყო ჩართული.
„საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავების პროცესი იყო ინკლუზიური, კონსულტაციებზე დაფუძნებული და ამ პროცესში ჩართული იყო როგორც მმართველი გუნდი, ასევე, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული წარმომადგენელი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ საარჩევნო კანონმდებლობაში დაემატა გარკვეული საკითხები, ის, რაც არ იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არ დაეთანხმა ამ ახალ დამატებებს, თუმცა, ეს ბუნებრივი პროცესია და ასეც უნდა ხდებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.