კელი დეგნანი: კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა

“კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანი იმედოვნებს, რომ უკვე სამუშაო ჯგუფებში იქნება ამ ტიპის დებატები, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ორგანიზაციებსა და შესაბამისად, მოხდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობა.

„მოხარული ვარ, მოსამართლეებმა გააკეთეს კომენტარი, რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ყველასთან სასამართლო სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. ზუსტად ამას ვაკეთებთ აშშ-ის საერთაშორისო პარტნიორები ბოლოს 25 წლის განმავლობაში, რადგან კანონის უზენაესობა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისა. პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ასევე განაცხადეს თანხმობა ამ საკითხზე, რომ მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს ფართო ინკლუზიური დებატი სასამართლო რეფორმისა და შემდგომში რეფორმის განხორციელება. ზუსტად ამისი გზამკვლევი არის მოცემული 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს, რომელიც ასევე გულისხმობს დანიშვნის პროცესის დროებით შეჩერებას, ვიდრე ეს ფართო და ინკლუზიური დებატი და მსჯელობა განხორციელდება სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად. იმედი გვაქვს, რომ უკვე სამუშაო ჯგუფებში იქნება ამ ტიპის დებატები, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ორგანიზაციებსა და შესაბამისად, მოხდება სასამართლოს სისტემის გაუმჯობესებაზე მსჯელობა, ეს ყველაფერი მოცემულია 19 აპრილის შეთანხმებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები