რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობას” პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერება უხარია, ეს არის სირცხვილი და მოღალატეობრივი საქციელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, აღნიშნული საქციელი სამარცხვინოა.

“ნაციონალურ მოძრაობას,, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოკუპანტი ქვეყნის ჰიმნის გაჟღერება უხარია!

ეს არის სირცხვილი და მოღალატეობრივი საქციელი!

– არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი;

– არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა;

– არა მხოლოდ იმიტომ, რომ 1921 წელს დაასვენეს იუნკრები და მათი განსასვენებელი წმინდა ადგილია აქვე;

არამედ, საერთოდ, ყველაზე საძულველი “მუსიკალური თხზულების” გაჟღერება რომ შეგიძლია, ეგ არის უკვე ყველაზე დიდი ფსკერიც და სახის დაკარგვაც.

აქამდე დესტრუქციით იცავდნენ რუსულ ინტერესებს და ახლა საბჭოთა სიმბოლიკას უწევენ პოპულარიზაციას!”, – წერს იონათამიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნონა მამულაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსეთის ჰიმნი მაშინ ჩართო, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოდიოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები