მოსამართლე: ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, როდესაც სიტყვა “კლანი” გამოიყენება მოსამართლეთა მიმართ, ეს არის “ყურით მოთრეული” ტერმინი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლავრენტი მაღლაკელიძე აცხადებს, რომ სიტყვა “კლანი” მისთვის და მისი კოლეგებისთვის შეურაცხმყოფელია.
“ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, როდესაც სიტყვა “კლანი” გამოიყენება მოსამართლეთა მიმართ, ეს არის “ყურით მოთრეული” ტერმინი და შეურაცხმყოფელია ეს როგორც პირადად ჩემთვის – მოსამართლისთვის, ისე – ჩემი კოლეგებისთვის. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ქვეყნის შიდა არასამთავრობოების მხრიდან ხდება ამ პროცესის პოლიტიზირება და ამაში ჩართული არიან ცალკეული საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, თუ დიპლომატიური წარმომადგენლები”, – აღნიშნავს მაღლაკელიძე.