ლევან მურუსიძე: სასამართლოზე ზეწოლა ხდება, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლოზე  ზეწოლა ხდება, რის გამოც ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული.

„სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლა ხდება, შესაბამისად, ამის გამო ძალიან ბევრი მოსამართლეა შეწუხებული. აქედან გამომდინარე, შევიკრიბებით სასამართლო კორპუსი. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, კანონი დაარღვია. პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო კორპუსი ვალდებულია, კანონი შეასრულოს“,-განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-კაციანი სია წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები