რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ეხმაურება

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ევროკავშირის სამი ქვეყნის – რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს ეხმაურება.

„მივესალმეთ საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში, ხაზგასმით აღვნიშნეთ სასამართლო სისტემაში გატარებული სათანადო რეფორმები, საქართველოს აღვუთქვით ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის მიმართულებით, და დავგმეთ მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი” – ეს ჩანაწერი ტვიტერის გვერდზე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველო კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ დატოვა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა დ ალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწვეტილება მიღებულ იქნა 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები