რა გიპასუხოთ იმის გარდა, რომ საერთოდ გახვედით კონტროლიდან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას ლევან ხაბეიშვილს.
მისი თქმით იაფფასიანი და მდარე ხარისხის კითხვები მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის.
“ბატონო ლევან თქვენ საერთოდ გახვედით კონტროლიდან 13-14 -ში კარგი ბიჭი იყო და ახლა რა მოუვიდა არ ვიცი საერთოდ. 2013 -214 წლებში კარგი ბიჭი იყავით მაშინ კაცო. თქვენ მიხვდებით სადაც გნახეთ. რა გიპასუხოთ არ ვიცი გარდა იმისა, რომ საერთოდ გახვედით კონტროლიდან”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.