შალვა პაპუაშვილი: ტყუილია, თითქოს, ქალთა 20%-იანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება
“ტყუილია, თითქოს” ქალთა 20%-ანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საკრებულოებში იცვლება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტყუილია, რომ რამე უარესდება.
„ის კვოტა, რომელიც შემოიღო „ქართულმა ოცნებამ“, 20%-იანი უზრუნველყოფა მინიმალური სტანდარტი საკრებულოებში წარმომადგენლობის რჩება, არაფერი იცვლება. ასე რომ, ტყუილია, რომ რამე უარესდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.