შალვა პაპუაშვილი: მეორე მოსმენით მივიღეთ “საარჩევნო კოდექსის” ცვლილების პროექტი – “ლელო” “ნაცმოძრაობის” სატელიტის როლიდან ვერ გამოდის
“მეორე მოსმენით მივიღეთ “საარჩევნო კოდექსის” ცვლილების პროექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტის როლიდან ვერ გამოდის და დღევანდელმა კენჭისყრამ ეს ოფიციალურად გააფორმა.
,,მეორე მოსმენით მივიღეთ “საარჩევნო კოდექსის” ცვლილების პროექტი.
მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლელომ” არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს.
ვარსკვლავები ისევ ლოგიკურად დალაგდა. “ლელო” “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტის როლიდან ვერ გამოდის და დღევანდელმა კენჭისყრამ ეს ოფიციალურად გააფორმა.
სხვათა შორის, “ლელომ” ამით 19 აპრილის ხელშეკრულება დაარღვია,”- წერს შალვა პაპუაშვილი.