ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო უნდა იყოს – პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო წინადადება

ავტომობილის უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სავალდებულო უნდა იყოს, – ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოქალაქე დავით მებაღიშვილმა პარლამენტში შეიტანა.

ინიციტივის შესახებ მებაღიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩემ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოქალაქის სიცოცხლის დაცვასა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევისას ადამიანის სიცოცხელის გადარჩენის შანსს ორჯერ უფრო ზრდის, ადამიანი მანქანიდან არ გადავრდება. გადავარდნის შემთხვევაში, სამწუხაროდ, გარდაცვალების საშიშროება 5 -ჯერ იზრდება. ამასთან ერთად, ამ საკანონმდებლო წინადადებით საქართველო კეთილდღეობის ინდექსი უსაფრთხოების კუთხით უფრო წინ წაიწევს.

კონკრეტულად ეს თემა ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის ტრაგიკულია, რადგან იყო რამდენიმე შემთხვევა: ღვედი ზუსტად უკანა სავარძელზე რომ ყოფილიყო გამოყენებლი, რამდენიმე ადამიანი გადარჩებოდა.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მხოლოდ უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრი არ ზარალდება. წინ მჯდომებიც ზარალდებიან.
რაც შეეხება კონკრეტულად საკანონმდებლო წინადადებას: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლში წერია, რომ მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის ღვედის გამოყენება სავალდებულოა. საკანონმდებლო წიანდადებაში უშუალოდ შეტანილია, რომ ყველა ღვედი, რომელიც მანქანაშია, გამოყენებული უნდა იყოს“, – განაცხადა მებაღიშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა და განხილვა დღის წესრიგში უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები