საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი – „აქსელი“ პირველ Pitch Day-ს მართავს

პირველი Pitch Day – სტარტაპების პრეზენტაციების დღე დღეს გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით. საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი“ სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.
პირველი Pitch Day ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები