სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს, 2020 წლის ანგარიშს წარუდგენა. მოხსენების შემდეგ, ლომჯარიას კანონმდებლებმა შეკითხვები დაუსვეს.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა. ნინო ლომჯარიამ ანგარიშზე საუბარი ბავშვთა უფლებებზე საუბრით დაიწყო.
მისი თქმით, დღეს ყველა დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფი სწორედ ბავშვები არიან და ამ მიმართულებით პირველი პრობლემა სიღარიბეა. ამასთან, ომბუდსმენის მონაცემებით, 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები