შალვა პაპუაშვილი: პარტიებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, პარტიებთან იმუშაონ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჰყავდეთ საარჩევნო სიაში
“პარტიებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, პარტიებთან იმუშაონ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჰყავდეთ საარჩევნო სიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო რეფორმით, ქალთა კვოტირების თვალსაზრისით იცვლება თანაფარდობა, თუმცა, არსებითად არაფერი.
„იცვლება საარჩევნო სისტემა და იზრდება იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც პროპორციული წესით იქნებიან არჩეული. ჯამურად, ეს არაფერს ცვლის, რადგან, როგორც აქამდე, სიაში ყოველი მეორე ქალის ჩასმა უზრუნველყოფდა ქალთა მონაწილეობას სულ ცოტა 20 პროცენტით, ეს ჩანაწერიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქალთა მონაწილეობა იყოს სულ ცოტა – 20 პროცენტი საკრებულოებში. „ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ არ დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე, ვიდრე განცხადებას გააკეთებდნენ.
პარტიები რომ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, მათ არავინ უშლით, რომ მეტი ქალი ჰყავდეთ სიაში. ამიტომ, პარტიებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, პარტიებთან იმუშაონ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი ჰყავდეთ საარჩევნო სიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.