საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშის შესახებ იმსჯელა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების, პროგრამების განრიგის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგები გააცნო კომიტეტს.
დეპუტატებმა იმსჯელეს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პლატფორმა ყველასთვის, თითოეული მოქალაქისთვის. საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა ჯანსაღი, საინტერესო ინიციატივებისთვის”, – აღნიშნა ირინა ფუტკარაძემ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2020 წელს 67 ორიგინალური ქართული პროდუქცია აწარმოა. პანდემიით გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდა. პანდემიის პირობებში ამოქმედდა ტელესკოლა, არხმა ჩაწერა 3000-ზე მეტი გაკვეთილი, როგორც ქართულ, ასევე ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
დეპუტატებმა გამოთქვეს მოსაზრებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები