თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული გიორგი მენაბდის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, რის შემდეგაც მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.
სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ბრალდებული. პროცესზე პროკურატურა დაკავებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას, დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულს ასევე შესთავაზეს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვა, თუმცა, მენაბდემ აღნიშნულზე უარი განაცხადა.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი მენაბდეს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.