დიმიტრი სამხარაძე: სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს ,,ოცნების” დამარცხების ამბიცია, მოღალატე 1 კი არა, ასიც რომ წაიყვანოთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ არასდროს

“სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს ,,ოცნების” დამარცხების ამბიცია, მოღალატე 1 კი არა, ასიც რომ წაიყვანოთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ არასდროს”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ,,ქართული ოცნების” პირობებში, საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება დაკომპლექტებულია უაღრესად ნიჭიერი, პატრიოტი და ერთგული გუნდით

,,2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნება” წარდგება 2000-ზე მეტი შესაფერისი კანდიდატით, თითოეული მათგანი გამოირჩევა განათლებით, თავის საქმიანობაში წარმატებულობით, ავტორიტეტით და საზოგადოების მხრიდან იმსახურებენ განსაკუთრებულ სიყვარულსა და მხარდაჭერას.
მათ შორის არიან 63 რაიონისა და თბილისის მერობის ყველაზე მაგარი კანდიდატები!

,,ქართული ოცნების” პირობებში, საქართველოს საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება დაკომპლექტებულია უაღრესად ნიჭიერი, პატრიოტი და ერთგული გუნდით;

,,ქართულ ოცნებას” ჰყავს ყველაზე მაგარი და გამორჩეული პარტიული ლიდერები და აქტივი (ზონის უფროსები, უბნის უფროსები, აგიტატორები, მოხალისეები და ა.შ) ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა თითოეულმა პირმა არაერთხელ დაამტკიცა შრომისმოყვარეობა, ერთგულება და გამარჯვების განსაკუთრებული ჟინით იბრძოლეს უკომპრომისოდ;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მოსახლეობის მაღალი ნდობით და 1 მილიონი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ,,ქართულ ოცნებას,, მესამე ვადით მიეცა მმართველი პარტიის სტატუსი და ხელისუფლების მართვის სადავეები.

აქედან და კიდევ ბევრი სხვა გარემო ფაქტორიდან გამომდინარე, მართლაც სასაცილოა, ვინმეს ჰქონდეს ,,ოცნების” დამარცხების ამბიცია. მოღალატე 1 კი არა, 100-იც რომ წაიყვანოთ, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ არასდროს!

43 %?
ჩამოთვლილ პუნქტებს თუ გადავხედავთ, მარტივად მისახვედრია, რომ ,,ოცნებას” 53%-ის აღებაც არ გაუჭირდება, მაგრამ თქვენ საიდან ითვლით 57%-ს, რისი იმედი გაქვთ?? მხოლოდ უფასო რჩევას დავჯერდები, გონებას მოუხმეთ და გაანალიზეთ, სანამ სრულად გამქრალხართ პოლიტიკური ველიდან,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები