შალვა პაპუაშვილი: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ცვლილებები ვენეციის კომისიისა და ოდირ-ის მიერ მოწონებულია
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ოდირ-ის დასკვნა პოზიტიურია.
„ჩამოთვლილია ყველა საკითხი, რომელიც კანონპროექტში აისახა და ამ თვალსაზრისით ცვლილებები შექებულია. რამდენიმე სახის ტექნიკური ცვლილებაა, რომელზეც დღეს ვიმსჯელებთ. ის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, არის შეთანხმებული პროექტი, რომელსაც პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს. რამდენიმე ტექნიკური ხასიათის საკითხია, რომელსაც კანონპროექტში ავსახავთ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით დასკვნა 19 ივნისს გამოაქვეყნა.