„ტკივილს რომ აჯობო, ის რაღაც უფრო ლამაზში უნდა გარდაქმნა“ – მხატვარი, რომელსაც ბუნება, სიმშვიდე და ადამიანის თვალები უყვარს

დაიბად თბილისში. 17 წლისაა. ახლახან დაასრულ მე-11 კლასი. ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს, სულ ხატავდ და მუდამ უამრავი იდე ჰქონდა. არსად არავისთან არ სწავლია ხატვა, ოჯახშიც არავინაა ხელოვანი.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხელოვნება ეხმარებოდა სირთულეების გადატანაში, მან საკუთარი თავი მაპოვნინა
ყოველთვის ვცდილობ შინაგანად გადმოვცე ის, რასაც ვგრძნობ, დახატვამდე არასდროს ვიცი, რას ვხატავ, უბრალოდ პროცესს ვენდობი, ხატვის გარდა, ვწერ, ბევრი ჩემი  ნახატი ჩემი ლექსიდან მოდის, ხან რასაც ვერ ვწერ, ვხატავ“ – პოეტისა და მხატვრის, გვანცა შერმაზანაშვილის პერსონა.

– ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა, სანამ ბაღში შევიდოდი, იქამდეც ვხატავდი, თავისუფალ დროს ყოველთვის ეს იყო ჩემი განტვირთვის საშუალება.
ვიტყოდი, რომ პირველი „სერიოზული ნახატები“ დაბადების დღეების მისალოც ბარათებზე იყო.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხელოვნება სირთულეების გადატანაში მეხმარებოდა, მან საკუთარი თავი მაპოვნინა, დამეხმარა, მომეპოვებინა სიმშვიდე.
– შთაგონება და შემოქმედებითი პროცესი. როგორ მუშაობთ?
– ჩემი სამუშაო პროცესი სტაბილური არ არის, შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეს შთაგონება, დროს არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობის პროცესს არასდროს ვგეგმავ.
ჩემი ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, ხშირად ვამჩნევ ისეთ რაღაცებს, რასაც შეიძლება სხვამ ყურადღება არც კი მიაქციოს, მიყვარს ბუნება, სიმშვიდე და ადამიანის თვალები,
არსად არასდროს მისწავლია ხატვა, ოჯახშიც არავინაა ხელოვანი.
ყოველთვის ვცდილობ, შინაგანად გადმოვცე ის, რასაც ვგრძნობ. დახატვამდე არასდროს ვიცი, რას ვხატავ, უბრალოდ პროცესს ვენდობი, ხატვის გარდა, ვწერ… ჩემი ბევრი ნახატი ჩემი ლექსიდან მოდის, ხან რასაც ვერ ვწერ, ვხატავ.
– ხატვასთან ერთად ლექსებს წერთ. სათქმელი ხან ნახატით, ხან კი ლექსით გადმოიცემა… და მაინც, თქვენი შემოქმედებით რას ეუბნებით მნახველს (მკითხველს)?
– ჩემი მიზანია, მნახველმა, მკითხველმა, ჩემი შემოქმედება იგრძნოს ისე, როგორც მისი სული გრძნობს…
– შემოქმედებითი პროცესი…  საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
–  ეს მინიატურა დავწერე მაშინ, როდესაც ერთ-ერთი რეპორტაჟი მოვისმინე, სადაც გოგონა ყვებოდა თავისი ცხოვრების ისტორიას და იმას, თუ როგორ მიატოვა დედამ თავშესაფრის წინ ისე, რომ უკან ერთხელაც არ მოუხედავს.

დედა…
მე ის დავინახე, მისი თვალები დავინახე, სულ ცოტაც და მის სულს ჩავებღაუჭებოდი…
მაგრამ არა, მან მიმატოვა, დამტოვა და თან გაიყოლა ჩემი ყველა გრძნობა, ისე ძლიერ მინდა ჩავეხუტო ,მისი სურნელი შევიგრძნო, მაგრამ არა…
მარტოობასა და ჩემს ტკივილებში ღრმად ჩაფლული სული ვერ პოულობს გზას, გზას იქიდან ამოსასვლელად, ოჰ, ეს ემოციები, გული სწრაფად იწყებს ფეთქვას, სისხლი მოგზაურობას იწყებს მთელს ორგანიზმში, გულ-მუცელს მიწვავს და სახეს მიჭარხლებს… დაინახა, მან ყველაფერი დაინახა, მაგრამ წარბიც არ შეტოკებია, მისი ჩახუტების სურვილი მკლავს, სწრაფად მივიწევ მისკენ, იქნებ დავეწიო, იქნებ მოვასწრო… დრო ჩერდება, მისი თვალები ქვავდება, ყველა გრძნობას მიკლავს ეს გამოხედვა, ყურში ჩამესმის სიტყვები: „მე შენ არ მჭირდები”…

„სევდა“

და აი, სწორედ ამ დროს, როცა ჩემი ყველა ემოცია ერთ მუჭში მოვაქციე და მზად ვარ, მისკენ გავიტყორცნო, აი სწორედ ამ დროს ის ბრუნდება, როგორც ხის უსულო თოჯინა და მტოვებს…
მე კი მუჭში სათუთად შენახულ ჩემს გრძნობებს, განცდებს, ემოციებსა და ფიქრებს იქ ვაბრუნებ, ვაბრუნებ იქ, საიდანაც ცოტა ხნის წინ გულმა შედედებულ სისხლთან ერთად ამოიტანა…
გული დაბრუნებას სთხოვს, ფიქრი კი სადღაც კუთხეში დასჯილი ბავშვივით თავს იმართლებს, სული…
ეჰ, სული ვიღას ახსოვს, სული ისევ იმ ჭაობშია, სადაც დატოვეს, დატოვეს და აღარავინ მიაკითხა…
ჩემი აზრით, ტკივილს რომ აჯობო, ის რაღაც უფრო ლამაზში უნდა გარდაქმნა…
–  ხართ გრაფიკული დიზაინერი, ქმნით ლოგოებს, რეკლამებს, ბანერებს, შემიქმნია წიგნის ყდის დიზაინიც
– გრაფიკული დიზაინით სამი წლის წინ დავინტერესდი, სკოლაში სრულიად უფასოდ ლექციებს მიკითხავდა იმფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის ლექტორი. წელს ჩართული ვიყავი ფაბლაბის პროექტში და უკედ შევისწავლე ეს პროფესია, მაქვს ორი სერტიფიკატი და სამწლიანი გამოცდილება,ძალიან მეხმარება ჩემი ხედვა, იდეები და ფერების აღქმა.

ერთ-ერთი ნამუშევარი

ამჟამად მაქვს 21 დასამთავრებელი ნახატი და მათზე ვმუშაობ, ძირითად ნაწილს იმის გამო ვერ ვამთავრებ, რომ საღებავები არ მაქვს
– მომავალი ფილოლოგი ხართ. რატომ მაინცდამაინც ფილოლოგობა?
– როცა ვწერ რაღაცას და ვიცი, რასაც ვგრძნობ, შესაბამისად, სხვის დაწერილსაც ადვილად ვიგებ, ფილოლოგიაც ხომ სწორედ  ისაა, რაც სწავლობს კაცობრიობის სულიერ კულტურას ხალხის ენისა და ლიტერატურის მეშვეობით.
მინდა ჩემი მშობლიური, ლამაზი ენა უფრო მეტს გავაცნო.
– ჯილდოები…
– მაქვს ორი გრაფიკული დიზაინის სერტიფიკატი, ასევე პროგრამული ენის c# სერტიფიკატი, სამეწარმეო იდეების სერტიფიკატი, კავშირი მქონდა ასევე სულაკაურის გამომცემლობასთან, ვმონაწილეობდი  ილონ მასკის პროექტში moon camp challenge, რაც მოიცავდა მთვარეზე დასახლებისა და ცხოვრების გეგმას, ახლა ავიღებ 3D მოდელირების სერტიფიკატს, ასევე – საინჟინრო სკოლის სერტიფიკატს.
ეს მთვარის პროექტის ახლახან მიღებული სერტიფიკატია.
 კომპიუტერულ ინჟინერიას და პროგრამირებას სწავლობთ… რატომ დაგაინტერესათ?
– მაინტერესებს ინოვაციური საკითხები, მოსწავლე მყავს რობოტექნიკასა და ბლოკურ პროგრამირებაში.
დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დარგებია და, ამასთან ერთად, ძალიან საინტერესო პროცესიც, ყველაფერი ლოგიკაზეა დაფუძნებული და პასუხების პოვნა ყოველთვის შეიძლება, ინფორმაციაც ბევრია, დასაქმების პერსპექტივებიც –  შესაბამისი.
– როგორ დაიხატა „ვაჟა-ფშაველა“?
– ვაჟა ბავშვობიდან მიყვარდა, ყოველთვის წარმომედგინა მისი ნაღვლიანი თვალები, ამიტომაც გადავწყვიტე მისი ჩემეული ვარიანტი დამეხატა, რადგან შავ-თეთრ ფოტოებში ვერასდროს ვერ ვხედავდი მის ნამდვილ სახეს.
აღწერა: მუქი ტონები გამოხატავს  მის ყოველდღიურ, რთულ, დამღლელ და გაჭირვებით სავსე ცხოვრებას, ხოლო ნათელი ფერები – მის დამოკიდებულებას ბუნებასთან და გარე სამყაროსთან, ის ბუნებასთან პოულობდა შვებას და მისი სამყაროც, შესაბამისად, ფერადი იყო, ხოლო მოვარდისფრო ტონები მისი სისხლი და ცრემლებია…
ერთი ლექსი:

* * *
ვათავისუფლებ სტრიქონებს შორის გაჭედილ ფრაზებს,
ვათავისუფლებ ძალაგამოცლილ გონებას მძიმეს,
როგორც ყოველთვის, ისე არასდროს,
არ მტკიებია სულწასულს მძიმედ,
არ მინდა,მაგრამ გულს ხომ არ ძალუძს,
არ ძალუძს ჰქონდეს უფლება მტკიცე,
მხატვრის ფუნჯისგან ვათავისუფლებ ცხოვრებას მძიმეს,
ვათავისუფლებ დამჭკნარ ყვავილებს,
უდაბნოს ქარებს,
ვათავისუფლებ…
– სამომავლოდ…
– ვამზადებ ბავშვებს ინგლისურში, ჩემი მცირედი შემოსავალით კი მინდა ზეთის საღებავები და ტილოები ვიყიდო, რათა რაც შეიძლება მეტი და მეტი ვხატო, ჩემი დევიზია – ars longa vita brevis, რაც ლათინურად ნიშნავს: ხელოვნება სამარადისოა, სიცოცხლე ხანმოკლე.
სამომავლოდ ვგეგმავ სახელმწიფო გრანტის მოპოვებას, თავდაუზოგავ შრომას და, რა თქმა უნდა, კვლავ არ შევწყვეტ განვითარებას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები