“განვიხილეთ კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე.
მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი.
„ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ ვაქცინის მწარმოებელს უშუალოდ, როგორიც არის Pfizer-ი, ასევე, ჩვენ მივიღეთ ვაქცინები COVAX-ის პლატფორმიდან – ასტრაზენეკა, Pfizer-ის პირველი პარტია, ჩვენ ახლა ასევე ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია, გვაქვს.
კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.