ესტონეთი AstraZeneca-ს ვაქცინის ათასობით დოზას სხვა ქვეყნებში გაანაწილებს, მათ შორის, საქართველოშიც

ესტონეთის მთავრობა მესამე ქვეყნებს AstraZeneca-ს ვაქცინის გამოუყენებელ 900 ათას დოზას გადასცემს, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს: უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, ბელორუსს, აზერბაიჯანსა და სომხეთს.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასმა თქვა, რომ ვაქცინას გადასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ პრეპარატი, ასევე, მსოფლიოს იმ რეგიონებს, სადაც ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

მისივე თქმით, ვაქცინების გადაცემის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ქვეყნის შიგნით ისინი არ იქნა გამოყენებული. ესტონეთმა ვაქცინის უფრო მეტი დოზა შეუკვეთა, ვიდრე ქვეყნის მაცხოვრებლებია.

ვაქცინების მოწოდება მოხდება როგორც COVAX ინიციატივის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პარტნიორი ქვეყნებისთვის პირდაპირი გადაცემის გზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები