პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს შერჩეული საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ოლქების თავმჯდომარეებთან გასაუბრებას

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი აქვს გურჯაანის მე-3 და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნების კომისიის წევრებთან და ამავე ოლქების თავმჯდომარეებთან შეხვედრა და მათგან კონკრეტულ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მიღება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს პროცესი გაგრძელდება ხვალაც და ორშაბათსაც.
„ორშაბათს ჩვენ ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, ასევე პროკურატურის წარმომადგენელს, რომელიც მიმდინარე გამოძიებებზე და დევნებზე კონკრეტულ ინფორმაციას მოგვაწვდის”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები