შვეიცარიის პრეზიდენტმა ბაიდენსა და პუტინს ნაყოფიერი დიალოგი უსურვა
შვეიცარიის პრეზიდენტმა, გი პარმელენმა ამერიკელ და რუს კოლეგებს, მოლაპარაკებების დაწყებამდე, ნაყოფიერი დიალოგის გამართვა უსურვა.
პარმელანი პუტინსა და ბაიდენს მიესალმა.
მისი თქმით, შვეიცარიისთვის დიდი პატივია პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის მასპინძლობა.
”ძვირფასო პრეზიდენტებო, გისურვებთ ნაყოფიერ დიალოგს თქვენი ქვეყნებისა და მთელი მსოფლიოს სასარგებლოდ”, – თქვა პარმელინმა.
ამ წუთებში, ჟენევაში ლა გრანჟის ვილაში ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო.