19 ივნისს გლდანის პარკში მერაბ შათირის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

19 ივნისს, 17:00 საათზე, გლდანის პარკში, ღია ცის ქვეშ მერაბ შათირის (შათირიშვილი) წიგნის ,,ანატორი” პრეზენტაცია გაიმართება.

ნაწარმოები აკლდამების სოფელზეა, ანატორი მუცოსა და შატილს შორის მდებარეობს, წიგნი პანდემიაზეა და ასახავს ანატორელთა მსოფლიოში უპრეცენდენტო გმირობის ამბავს. როგორ გამოაცხადა სოფელმა, რომელშიც ჟამიანობა, ე.წ შავი ჭირი გაჩნდა, თვითკარანტინი და შეებრძოლა სნეულებას. საკუთარი სიცოცხლის ფასად ყველაფერი გააკეთეს ანატორელებმა, რომ გადამდები სენი სხვა სოფლებშიც არ გავრცელებულიყო.

პრეზენტაციას დაესწრებიან მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები, მწერლები, მეცნიერების, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლები, ასევე საკრებულოსა და პარლამენტის წევრები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები